გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - მთელი მსოფლიოს ყურადღება ვაშინგტონისკენ არის მიმართული - უკრაინისთვის უსაფრთხოების მტკიცე გარანტიები უმნიშვნელოვანესია

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იოჰან ვადეფული აცხადებს, რომ საჭიროა რუსეთზე ზეწოლის გაზრდა, მათ შორს უკრაინისთვის დახმარების გაზრდით, რათა მოსკოვი აიძულონ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად დათმობებზე წავიდეს.

Reuters-ის ინფორმაციით, ვადეფულმა ამის შესახებ ტოკიოში, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ტაკეში ივაიასთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

„ალბათ, გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ დღეს მთელი მსოფლიოს ყურადღება ვაშინგტონისკენ არის მიმართული. უსაფრთხოების მტკიცე გარანტიები უმნიშვნელოვანესია, რადგან უკრაინას უნდა შეეძლოს ეფექტურად დაიცვას თავი ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო შეთანხმების შემდეგაც კი“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, დღეს ვაშინგტონში აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა გაიმართება. დონალდ ტრამპი ასევე შეხვდება ნატო-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს და ევროპელ ლიდერებს, მათ შორის გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის, ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბსა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს