კახა კალაძე - არ მაქვს სურვილი და არც ინტერესი, ოპოზიციის გეგმებზე და კანდიდატებზე ვისაუბრო

ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა რეალურ სიტუაციას ხედავს, აკეთებს სწორ ანალიზს და როდესაც საჭიროა, სწორ გადაწყვეტილებას იღებს, როგორც მაგალითად, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს გააკეთა, იმავეს გააკეთებს თვითმმართველობის არჩევნების დროს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი განმარტებით, როდესაც კონკრეტული ადამიანები თუ პოლიტიკოსები საკუთარი ქვეყნის ინტერესების დათმობის ხარჯზე, სხვის ინტერესებს ემსახურებიან, ამას ხალხი პასუხს ყოველთვის გასცემს.

„როდესაც მოსახლეობის უმრავლესობა ხედავს, რომ ჩვენ გვყავს პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკოსების გარკვეული ნაწილი, რომლებიც ემსახურებიან სხვა კონკრეტული ადამიანების თუ პოლიტიკოსების თუ ქვენების ინტერესებს, შენი ქვეყნის ინტერესების დათმობის ხარჯზე, რა თქმა უნდა, ყოველთვის გასცემს ასეთ პოლიტიკოსებს და პოლიტიკურ პარტიებს შესაბამის პასუხს“,-განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებზეც ოპოზიციის შანსებს, კახა კალაძემ განაცხადა, რომ მათ გეგმებზე საუბარი არ სურს.

„არ მაქვს სურვილი და არც ინტერესი, ოპოზიციის გეგმებზე და კანდიდატებზე ვისაუბრო. ჩვენ ვესაუბრებით ხალხს, ვახორციელებთ კონკრეტულ პროექტებს დედაქალაქში. ბევრი კარგი საქმე გავაკეთეთ ჩვენი ულამაზესი თბილისისთვის, თუმცა რა თქმა უნდა, არსებობს სერიოზული გამოწვევები და პრობლემები, რომელსაც მოგვარება სჭირდება.

თბილისი არის ძალიან ძველი ქალაქი, ძველი ინფრასტრუქტურით, კომუნიკაციებით, ამ ყველაფერს სჭირდება მიხედვა, მოწესრიგება. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ არის ის გუნდი, რომელსაც რეალურად შესწევს ძალა, ღირსეულად უპასუხოს ყველა იმ გამოწვევას და პრობლემას, რომელიც თბილისთან არის კავშირში“, - განაცხადა კალაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი