„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, „ბახმაროს თასი 2025“ გაიმართება

„საქართველოს ბანკი“, პარტნიორი ბიზნესებისა და მათი ინიცირებული პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით, გასული წლების მსგავსად, ბანკი „ბახმაროს თასის“ მთავარი მხარდამჭერია.

„ბახმაროს თასი“ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ისტორიული სპორტული ღონისძიებაა, რომლის ტრადიციას გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი. ბახმაროში დოღზე მონაწილეობას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან არაერთი მხედარი იღებს, სანახაობას კი ათობით ათასი სტუმარი ესწრება.

გამარჯვებულები ოთხი გარბენის ფარგლებში გამოვლინდებიან:

  • „ნაბეღლავის თასი“;
  • „გურიის თასი“;
  • „გმირების თასი“;
  • „ბახმაროს თასი“ მარულა;

„საქართველოს ბანკი უკვე მრავალი წელია, „ბახმაროს თასს“ მხარს უჭერს. მსგავსი ინიციატივები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია რეგიონის განვითარებისა და სპორტის პოპულარიზაციისთვის. გვახარებს, რომ როგორც მონაწილეების, ისე მაყურებლების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. რაც მთავარია, ჩვენ არ ვჩერდებით და მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ მსგავსი საინტერესო პროექტების მხარდაჭერას,“ – აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.

დოღი 19 აგვისტოს, 13:00 საათზე, მდინარე ბახვისწყლის მიმდებარედ დაიწყება. ღონისძიება წყაროს წყალი „ბახმაროს", „ნაბეღლავისა" და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით გაიმართება.

(R)

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო