დონალდ ტრამპი - თეთრ სახლში დიდი დღეა

თეთრ სახლში დიდი დღეა - ვნახოთ რა შედეგები იქნება?, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენკისა და ევროპელი ლიდერების ვიზიტამდე Truth Social-ზე წერს.

„თეთრ სახლში დიდი დღეა. ერთდროულად ამდენი ევროპელი ლიდერი აქ არასდროს გვყოლია. ეს ამერიკისთვის დიდი პატივია!!! ვნახოთ, რა შედეგები იქნება???“, - წერს დონალდ ტრამპი.

შეგახსენებთ, დღეს, თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებს შეხვდება.

დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა თბილისის დროით 21:15 საათზე დაიწყება, ხოლო ევროპული ქვეყნების ლიდერებს აშშ-ის პრეზიდენტი თბილისის დროით 23:00 საათზე შეხვდება.

დონალდ ტრამპი ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტეს, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის, ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბსა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს