ვოლოდიმირ ზელენსკი კიტ კელოგს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში ვიზიტამდე აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, კიტ კელოგს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინული მედიის ცნობით, ვაშინგტონში ვიზიტით მყოფი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, კიტ კელოგს თეთრ სახლთან ახლოს მდებარე „ჰეი-ადამსის სასტუმროში“ შეხვდა.

ამასთან, ევროკომისიაში განაცხადეს, რომ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებების დაწყებამდე ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში მყოფ ევროპელ ლიდერებთან მოსამზადებელ შეხვედრას გამართავს.

„პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად ვაშინგტონში მოსამზადებელ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას“, - განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს