ხელშეკრულების შესრულების გარანტია – უკვე „საქართველოს ბანკის“ ბიზნეს ინტერნეტბანკში

„საქართველოს ბანკმა“ ბიზნესის მხარდასაჭერად კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ციფრული სიახლე დანერგა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ხელშეკრულების შესრულების გარანტიის მიღება უკვე ინტერნეტბანკის მეშვეობით არის შესაძლებელი.

„ახალი პროდუქტი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, სრულად დისტანციურად, სწრაფად და მარტივად მიიღოს გარანტია, რომელიც სახელმწიფო პროექტებში მონაწილეობისთვისაა საჭირო.

ახალი ციფრული გადაწყვეტის ფარგლებში, განაცხადის შევსება ინტერნეტბანკიდან ხდება, პასუხი კი 1 წუთზე ნაკლებ დროში მიიღება. ხელშეკრულების მომზადების ეტაპი 1 საათში სრულდება, ხოლო მომხმარებლის მხრიდან დადასტურება სრულად ციფრულადაა შესაძლებელი.

შესაბამის უწყებებთან გარანტიის ბლანკიანი დოკუმენტის წარსადგენად, მომხმარებელს საქართველოს ბანკი ორ ალტერნატივას - დოკუმენტის ფილიალში მიღებას ან ფოსტით სასურველ მისამართზე მიწოდებას - სთავაზობს.

საქართველოს ბანკის ციფრული გარანტიის მთავარი უპირატესობები შემდეგია:

გარანტია უზრუნველყოფის გარეშე გაიცემა – თითოეულ პროდუქტზე 75,000 ლარამდე;

განაცხადზე გადაწყვეტილება 1 წუთზე ნაკლებ დროში მიიღება;

დოკუმენტის მიღება ბანკში ვიზიტის გარეშეც შესაძლებელია.

„ჩვენი მიზანია, ბიზნეს საქმიანობა კიდევ უფრო გავუმარტივოთ და დროის დაზოგვაში დავეხმაროთ. ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ციფრულად გაცემით, თანამედროვე ტენდენციებს ვპასუხობთ, მომხმარებლის გამოცდილებას ვაუმჯობესებთ და მცირე და საშუალო ბიზნესისთვის კომფორტულ ალტერნატივას ვქმნით. ტენდერში გამარჯვებულ მომხმარებლებს, როგორც წესი, გარანტიის დოკუმენტის წარსადგენად 5 სამუშაო დღიანი ვადა აქვთ, ციფრული გადაწყვეტით კი ჩქარდება და მარტივდება განხილვისა და პასუხის დაბრუნების პროცესი, შედეგად კი ბაზარზე საუკეთესო გამოცდილებას ვამკვიდრებთ“, - აცხადებს გიორგი კოკაია, SME ბიზნეს და პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელი.

გაიგეთ მეტი პროდუქტის შესახებ საქართველოს ბანკის ინტერნეტბანკში. ხოლო თუ ჯერ არ ხართ ბანკის მომხმარებელი, გახსენით ანგარიში ონლაინ, 2 წუთში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს