ვოლოდიმირ ზელენსკი - მზად ვართ, ომის დასრულებისა და საიმედო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მუშაობა მაქსიმალური ძალისხმევით გავაგრძელოთ

მზად ვართ ომის დასრულებისა და საიმედო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მუშაობა მაქსიმალური ძალისხმევით გავაგრძელოთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელთან, კიტ კელოგთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„მადლობას ვუხდი გენერალ კელოგს შეხვედრისთვის და ჩვენს გუნდთან ერთობლივი მუშაობისთვის. პრეზიდენტმა ტრამპმა დღეს ვაშინგტონში უკრაინა და სხვა ევროპული ქვეყნები მიიწვია. ეს ასეთ ფორმატში პირველი შეხვედრაა და იგი ძალიან სერიოზულია. როდესაც ევროპის ერთი ქვეყნისთვის მშვიდობა განიხილება, ეს მთელი ევროპისთვის მშვიდობას ნიშნავს“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მისი თქმით, კიტ კელოგთან „ბრძოლის ველზე არსებული ვითარება და უკრაინის დიპლომატიური შესაძლებლობები განიხილა“.

„რუსეთს მშვიდობა მხოლოდ ძალის მეშვეობით შეიძლება აიძულო და პრეზიდენტ ტრამპს ეს ძალა გააჩნია. მშვიდობის მისაღწევად ყველაფერი სწორად უნდა გავაკეთოთ“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს