ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი მთავარი მიზანია უკრაინისა და მთელი ევროპისთვის საიმედო და ხანგრძლივი მშვიდობა - უკრაინა რეალური ცეცხლის შეწყვეტისა და უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნისთვის მზად არის, ჩვენ მშვიდობა გვჭირდება

ჩვენი მთავარი მიზანია უკრაინისა და მთელი ევროპისთვის საიმედო და ხანგრძლივი მშვიდობა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრამდე სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ყველა შეხვედრამ ამ შედეგამდე მიგვიყვანოს. გვესმის, არ უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ პუტინი საკუთარი ნებით შეწყვეტს აგრესიასა და დაპყრობების ახალ მცდელობებს. სწორედ ამიტომ უნდა იმუშაოს ზეწოლამ და ეს უნდა იყოს ერთობლივი ზეწოლა, აშშ-ისა და ევროპის მიერ“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრამდე ფინეთის, გაერთიანებული სამეფოს, იტალიისა და ევროკომისიის ლიდერებთან, ასევე ნატო-ს გენერალურ მდივანთან პოზიციები შეათანხმა.

„უკრაინა რეალური ცეცხლის შეწყვეტისა და უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნისთვის მზად არის. ჩვენ მშვიდობა გვჭირდება“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს