დონალდ ტრამპი უკრაინაში ამერიკული ჯარების განთავსების შესაძლებლობის შესახებ კითხვაზე - შესაძლოა მოგვიანებით გაცნობოთ, შვიდ შესანიშნავ ლიდერს ვხვდებით და ამასაც განვიხილავთ

ცეცხლის შეწყვეტა საჭირო არ არის, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა.

„თუ შეხედავთ ექვს შეთანხმებას, რომელსაც წელს მივაღწიე, ეს ექვსი ომი იყო და ცეცხლის შეწყვეტა არ გამომიყენებია. ვიცი, რომ ეს კარგია, მაგრამ ასევე, მესმის, სტრატეგიულად ერთ-ერთ ქვეყანას რატომ არ უნდა უნდოდეს. ვისურვებდი, რომ ბრძოლა შეეწყვიტათ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, თუ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა მოხდება, მაშინ ის იმუშავებს.

„ჩვენ უკრაინასთან და ყველასთან ვიმუშავებთ, რათა ხანგრძლივი მშვიდობა უზრუნველვყოთ. თუ ჩვენ მშვიდობის მიღწევას შევძლებთ, ვიცი, რომ ის იმუშავებს. ეჭვი არ მეპარება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ასევე, დონალდ ტრამპის განცხადებით, უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით უკრაინა დიდ დახმარებას მიიღებს.

„უსაფრთხოების საკითხში დიდი დახმარება იქნება. ძალიან დიდი დახმარება იქნება. ისინი თავდაცვის პირველ ხაზს წარმოადგენენ. ჩვენ მათ დავეხმარებით. მონაწილეობას მივიღებთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ამასთან, უკრაინაში ამერიკული ჯარების განთავსების შესახებ შეკითხვაზე დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„შესაძლოა, ამის შესახებ დღეს, მოგვიანებით გაცნობოთ. დიდებული ქვეყნების შვიდ შესანიშნავ ლიდერს ვხვდებით და ამასაც განვიხილავთ. ისინი ყველანი ჩართულები იქნებიან და ბევრი დახმარება იქნება“, - უპასუხა დონალდ ტრამპმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს