დონალდ ტრამპი - დღეს ვლადიმერ პუტინს დავურეკავ

დღეს ვლადიმერ პუტინს დავურეკავ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, ვოლოდიმირ­ ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ახლახან პრეზიდენტ პუტინთან არაპირდაპირი საუბარი მქონდა. დღევანდელი შეხვედრების შემდეგ სატელეფონო საუბარი გვექნება. შესაძლოა სამმხრივი შეხვედრაც გვქონდეს, თუ არ გვექნება, მაშინ ბრძოლა გაგრძელდება. თუ შეხვედრა შედგება, მაშინ დიდი შანსია, რომ ამას დავასრულებთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ომის დასრულება სურს.

„ომი დასრულდება. როდის დასრულდება ვერ გეტყვით, მაგრამ იგი დასრულდება. პუტინს მისი დასრულება სურს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამასთან, შეხვედრაზე დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტის ჩაცმულობა შეაქო.

„ამ პიჯაკში შესანიშნავად გამოიყურებით“, - განუცხადა უკრაინის პრეზიდენტს, ჟურნალისტმა, ბრაიან გლენმა, რომელმაც ვოლოდიმირ ზელენსკის ჩაცმულობა თებერვალში ვიზიტისას გააკრიტიკა.

„მეც ზუსტად ეგ ვთქვი“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს