ფრიდრიხ მერცი - ყველას გვსურს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება - მოდით, ამაზე ვიმუშაოთ და ვეცადოთ რუსეთზე ზეწოლა მოვახდინოთ

ყველას გვსურს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა თეთრ სახლში მიმდინარე შეხვედრაზე.

„გულწრფელად რომ ვთქვათ, ყველას გვსურს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება“, - აღნიშნა მერცმა და დასძინა, რომ ის ძალაში უნდა შევიდეს სამმხრივ შეხვედრამდე, რომლის დანიშვნასაც დონალდ ტრამპი ზელენსკის და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის იმედოვნებს.

მერცი დასძენს, რომ „ვერ წარმოუდგენია“, რომ სამმხრივი შეხვედრა „ცეცხლის შეწყვეტის გარეშე“ გაიმართება.

„მოდით, ამაზე ვიმუშაოთ და ვეცადოთ რუსეთზე ზეწოლა მოვახდინოთ“, - განაცხადა მერცმა.

მერცის განცხადებას უპასუხა ტრამპმა: „ვნახოთ, როგორ გამოვა ეს და შევძლებთ თუ არა ამის გაკეთებას“, თუმცა, ასევე ტრამპმა აღნიშნა, ექვსი ომი, რომელთა მოგვარებაც, მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტის გარეშე დასრულდა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს