ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპთან თბილი შეხვედრა და ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების რუკაზე

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა ოვალურ კაბინეტში გაშლილ რუკაზე, რომელზეც რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიებია გამოსახული.

„მე ავხსენი რუკაზე მოცემული პროცენტული მაჩვენებელო, რადგან ეს პროცენტი ძალიან კარგად ვიცი“, - აღნიშნა მან.

თუმცა, ზელენსკის თქმით, ორმა ლიდერმა ამ საკითხზე „თბილი და შინაარსიანი საუბარი“ გამართა.

მისი თქმით, მას ჰქონდა შესაძლებლობა, ტრამპისთვის ეჩვენებინა ბრძოლის ველის რუკები და აეხსნა, ვინ რას აკონტროლებს.

მან ასევე მადლობა გადაუხადა დამსწრე ევროპელ ლიდერებს და თქვა, რომ მოკავშირეები ერთ აზრზე იყვნენ.

„ჩვენმა გუნდმა ბევრი რამ გააკეთა“, - დასძინა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე განხილულ რამდენიმე თემა დაასახელა.

მათ შორის იყო „უსაფრთხოების გარანტიების“ „ძირითადი საკითხი“, რომელიც მისი თქმით, ომის დასრულების აუცილებელი „საწყისი წერტილი“ იქნებოდა.

მისი თქმით, აშშ იმ ქვეყნებს შორის იქნება, რომლებიც გარანტიებს უზრუნველყოფენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს