ალექსანდრ სტუბი ვოლოდიმირ ზელენსკის და ვლადიმერ პუტინს შორის შესაძლო შეხვედრაზე - ვნახავთ, ეყოფა თუ არა გამბედაობა პუტინს, რომ ასეთ შეხვედრაზე მოვიდეს, თუ ისევ დროის მოგებას ცდილობს

ვლადიმერ პუტინი იშვიათად არის სანდო, - ამის შესახებ ფინეთის პრეზდენტმა, ალექსანდრ სტუბმა თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ვლადიმერ პუტინს შორის ორმხრივი შეხვედრის შეთავაზებით გამოვიდა, თუმცა რუსეთის ლიდერის ნდობა არ შეიძლება.

„ვნახავთ, ეყოფა თუ არა გამბედაობა, რომ ასეთ შეხვედრაზე მოვიდეს, თუ ისევ დროის მოგებას ცდილობს“- აღნიშნა სტუბმა.

მისი თქმით, დღევანდელი მოლაპარაკებები „ნაწილობრივ წარმატებული“ იყო, თუმცა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებში აშშ-ის მონაწილეობასთან დაკავშირებით კონკრეტული არაფერი არ თქმულა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს