მარკ რუტე - უკრაინისთვის ნატო-ს მე-5 მუხლის მსგავს უსაფრთხოების გარანტიებს განვიხილავთ

უკრაინისთვის ნატო-ს მე-5 მუხლის მსგავს უსაფრთხოების გარანტიებს განვიხილავთ, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„სიტუაცია შემდეგია - აშშ და რამდენიმე სხვა ქვეყანა აცხადებს, რომ ისინი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების წინააღმდეგ არიან. ნატო-ს ოფიციალური პოზიცია კი ის არის, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების გზა შეუქცევადია. მაგრამ ის, რაზეც ჩვენ აქ ვსაუბრობთ, ნატო-ში გაწევრიანება არ არის. ჩვენ ვსაუბრობთ უკრაინისთვის მე-5 მუხლის მსგავს უსაფრთხოების გარანტიებზე და ის, თუ ზუსტად რას გულისხმობს ეს, ამას ახლა უფრო კონკრეტულად განვიხილავთ“, - განაცხადა მარკ რუტემ.

მისი თქმით, თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტსა და ევროპელ ლიდერებს შორის გამართული შეხვედრა „ძალიან წარმატებული“ იყო.

აშშ-ის პრეზიდენტისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრის შესახებ დასმულ შეკითხვაზე მარკ რუტემ უპასუხა, რომ დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე დაითანხმა.

„პრეზიდენტ ტრამპის გარეშე პუტინთან ამ ჩიხიდან გამოსვლა არ მოხდებოდა. ის ერთადერთია, ვინც ამის გაკეთება შეძლო. ის ზეწოლას ახდენს, მაგრამ ამავდროულად ამის მოსაგვარებლად შესაბამის გზებს ეძებს“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს