დიმიტრი მედვედევი - ომის მოყვარულმა „მსურველთა კოალიციამ“ ტრამპის დამარცხება ვერ შეძლო - საკითხავია, რა სიმღერას შეასრულებს კიეველი კლოუნი უკან, სამშობლოში, გარანტიებისა და ტერიტორიების შესახებ, როცა კვლავ მწვანე სამხედრო ფორმაში გამოეწყობა

საკითხავია, რა სიმღერას შეასრულებს კიეველი კლოუნი უკან სამშობლოში გარანტიებისა და ტერიტორიების შესახებ, როცა კვლავ მწვანე სამხედრო ფორმაში გამოეწყობა, - ასე ეხმაურება რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ევროპელი ლიდერების შეხვედრას.

დიმიტრი მედვედევის განცხადებით, თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და ევროპელი ლიდერები აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს „მადლობას უხდიდნენ და ემლიქვნელებოდნენ“.

„ანტირუსულმა ომის მოყვარულმა „მსურველთა კოალიციამ“ პრეზიდენტ ტრამპის საკუთარ მოედანზე დამარცხება ვერ შეძლო. საკითხავია, რა სიმღერას შეასრულებს კიეველი კლოუნი უკან სამშობლოში გარანტიებისა და ტერიტორიების შესახებ, როცა კვლავ მწვანე სამხედრო ფორმაში გამოეწყობა“, - წერს მედვედევი X-ზე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს