გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ვოლოდიმირ ზელენსკის და ვლადიმერ პუტინს შორის მოლაპარაკებების წინაპირობა რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცეცხლის შეწყვეტას უნდა დასთანხმდეს და ეს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის წინაპირობა იყო, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა განაცხადა.

მისი თქმით, თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცსა და სხვა ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ „ვიღაცამ უნდა იმოქმედოს და ეს პრეზიდენტი პუტინია“,- განაცხადა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მინისტრის თქმით, სამშვიდობო შეთანხმება უკრაინისთვის უსაფრთხოების საიმედო გარანტიებს მოითხოვს.

„ჩვენ და ამერიკელები ამისთვის მზად ვართ. რაც ნათელია, არის ის, რომ იარაღი საბოლოოდ უნდა გაჩუმდეს“, - განაცხადა ვადეფულმა.

მისი თქმით, უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფამდე აუცილებელია პუტინის მზადყოფნა „ჭეშმარიტად არსებითი მოლაპარაკებების წარმართვისა და, უპირველეს ყოვლისა, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დადება“.

ტრამპთან მოლაპარაკებების შედეგებზე კომენტირებისას, ვადეფულმა გადამწყვეტ მიღწევად შეაფასა აშშ-ის მონაწილეობა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებით უზრუნველყოფაში.

„ეს მათი ეფექტურობის ძირითადი წინაპირობაა“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს