„საქსტატი“ - იანვარ-ივლისში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 14 155.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.3%-ით მეტია

2025 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14 155.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.3 პროცენტით მეტია.

„საქსტატის“ ცნობით, აქედან ექსპორტი 3 845.1 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 9.0 პროცენტით), ხოლო იმპორტი 10 310.7 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 10.8 პროცენტით).

„საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2025 წლის იანვარ-ივლისში, 6 465.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 45.7 პროცენტია.

2025 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 79.9 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (815.5 მლნ. აშშ დოლარი), ყაზახეთი (494.8 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (412.0 მლნ. აშშ დოლარი).

2025 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 71.6 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 556.2 მლნ. აშშ დოლარი), აშშ (1 553.1 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (1 087.5 მლნ. აშშ დოლარი).

2025 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.1 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 752.4 მლნ. აშშ დოლარი), აშშ (1 600.1 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (1 499.5 მლნ. აშშ დოლარი)აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქსტატის ცნობით, 2025 წლის იანვარ-ივლისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 1 478.9 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 38.5 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 202.9 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 5.3 პროცენტი), ხოლო სპირტიანი სასმელები მესამე ადგილზეა 148.1 მლნ. აშშ დოლარით (3.9 პროცენტი).

ამასთან, აღნიშნულია, რომ უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2025 წლის იანვარ-ივლისში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 2 058.3 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 20.0 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 727.6 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.1 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სურათები, ნახატები და პასტელების (ხელით შესრულებული) 481.3 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 4.7 პროცენტი).

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია