„საქსტატი“ - 2025 წლის მეორე კვარტალში საქართველოს აეროპორტები 2.1 მლნ. მგზავრს მოემსახურა, რაც 17.7%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის II კვარტალში საქართველოს აეროპორტები 2.1 მლნ. მგზავრს მოემსახურა, რაც 17.7%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აეროპორტებმა მიიღო 1.1 მლნ. მგზავრი (17.4 %-ით მეტი), ხოლო აეროპორტებიდან გაემგზავრა 1.0 მლნ. მგზავრი (18.1 %-ით მეტი).

„2025 წლის II კვარტალში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 95.1 % რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა. 2025 წლის II კვარტალში საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებული სამგზავრო რეისების რაოდენობამ 8.6 ათასი შეადგინა, რაც 12.8 %-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. 2025 წლის II კვარტალში საქართველოს აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის ნაკადის მოცულობამ 9.0 ათასი ტონა შეადგინა, საიდანაც 92.2 % მიღებული ტვირთი და ფოსტა იყო, ხოლო 7.8 % — გაგზავნილი. 2025 წლის II კვარტალში საქართველოს აეროპორტებში 0.9 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 86.9 %-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. 2025 წლის II კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 172.6 ათასი მგზავრი და გადატანილია 38.2 ათასი ტონა ტვირთი. აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 1.5 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს, ხოლო გადატანილი ტვირთის მოცულობა 18.6 %-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს