გიორგი გახარია - ვაფასებთ „ლელოს“ ლიდერთან, მამუკა ხაზარაძესთან პარტნიორობას, რომელიც აგებულია პარიტეტზე, პასუხისმგებლობასა და კოორდინაციაზე - ეს არის ახალი პოლიტიკური კულტურა, რომელიც მოსახლეობას პარტიულ ინტერესებზე მაღლა აყენებს

კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველოსთან“ ერთად, გამოვაცხადეთ შეთანხმებული კანდიდატები თბილისის მერობის, საკრებულოს თავმჯდომარისა და ვიცე-მერების თანამდებობებზე, რითაც დავასრულეთ ჩვენი შეთანხმების პირველი ეტაპი, რაც ქართველი ხალხის წინაშე ჩვენი დაპირება იყო, - ამის შესახებ პოლიტიკური პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი განცხადებით, თბილისის მერობის შეთანხმებული კანდიდატი, ირაკლი კუპრაძე, ახალგაზრდა პოლიტიკოსია სუფთა წარსულით, რომელიც სხვადასხვა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე დგომითაა ცნობილი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი კანდიდატი, გიორგი შარაშიძე კი გამოცდილი და პრინციპული ლიდერია.

„თბილისის მერობის შეთანხმებული კანდიდატი, ირაკლი კუპრაძე, ახალგაზრდა პოლიტიკოსია სუფთა წარსულით, რომელიც დიდი ხანია ცნობილია სხვადასხვა რეჟიმების წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე დგომით. მისი კანდიდატურა ჩვენი გუნდისთვის სრულიად მისაღებია. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ჩვენი პარტიის მიერ წარდგენილი კანდიდატი, გიორგი შარაშიძე, გამოცდილი და პრინციპული ლიდერია, რომელიც ცნობილია პატიოსნებით, პროფესიონალიზმით და თბილისისა და მისი მოსახლეობის სამსახურში ყოფნით“, - წერს გახარია.

მისი თქმით, აფასებენ „ლელო-ძლიერი საქართველოსთვის“ ლიდერთან, მამუკა ხაზარაძესთან პარტნიორობას და მათი პარტიების არცერთი კანდიდატი არჩევნებში ერთმანეთს არ დაუპირისპირდება.

„პატივს ვცემთ და ვაფასებთ „ლელოს“ ლიდერთან, მამუკა ხაზარაძესთან ამ პარტნიორობას, რომელიც აგებულია პარიტეტზე, პასუხისმგებლობასა და კოორდინაციაზე. ეს არის ახალი პოლიტიკური კულტურა, რომელიც თბილისსა და საქართველოს მოსახლეობას პარტიულ ინტერესებზე მაღლა აყენებს. ჩვენი ორი პოლიტიკური ორგანიზაციის არც ერთი კანდიდატი არ დაუპირისპირდება ერთმანეთს საქართველოში არსებული 64 მუნიციპალიტეტიდან არცერთში, რაც იმის დასტურია, რომ ორ განსხვავებულ პარტიას შეუძლია ერთად დგომა, როდესაც საჭიროა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვა“, - წერს გახარია.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია