სერგეი ლავროვი - დონალდ ტრამპს და მის გუნდს, ევროპელებისგან განსხვავებით, გულწრფელად სურთ საიმედო და ხანგრძლივი შედეგის მიღწევა

რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის, ალასკაში გამართული შეხვედრიდან ცხადი იყო, რომ როგორც ტრამპს, ასევე მის გუნდს გულწრფელად სურთ უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაში გრძელვადიანი შედეგის მიღწევა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„ცხადი იყო, რომ აშშ-ის ხელმძღვანელს და მის გუნდს, პირველ რიგში, გულწრფელად სურთ ისეთი შედეგის მიღწევა, რომელიც იქნება ხანგრძლივი, მდგრადი, საიმედო, ევროპელებისგან განსხვავებით, რომლებიც იმ დროს ყველა კუთხეში ამბობდნენ, რომ მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტაა საჭირო და რომ ამის შემდეგ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას გააგრძელებენ“, - განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებების ატმოსფერო ძალიან კარგი იყო, რაც აისახა ორი ქვეყნის ლიდერების განცხადებებში.

შეგახსენებთ, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა, ვლადიმერ პუტინმა და დონალდ ტრამპმა, 15 აგვისტოს, ალასკაში გამართულ შეხვედრაზე რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს