თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე 1000 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ოთო ფარულავა 1000 ლარით დააჯარიმა. აღნიშნულ ინფორმაციას ოთო ფარულავა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ადმინისტრაციული საქმე მის წინააღმდეგ ნარკოტესტირებაზე უარის თქმის გამო დაიწყო.

„8 ივნისს მე და ჩემმა მეგობრებმა უარი ვთქვით ნარკოტესტირებაზე პოლიციასთან ერთად წასვლაზე და არც ოთხსაათიანი ვადა გამოვიყენეთ დამოუკიდებელი ტესტირებისთვის. ამ ფორმით ჩვენი პროტესტი გამოვხატეთ მავნე და ღირსების შემლახავი პრაქტიკის დაბრუნების წინააღმდეგ.

დღეს სასამართლომ ამ საქმეზე დამაჯარიმა 1000 ლარით, 3 წლით ჩამომართვა მართვის მოწმობა და 5 წლით ამიკრძალა საჯარო სამსახურში მუშაობა. ბრძოლა გრძელდება!“ - აცხადებს ოთო ფარულავა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს