ირაკლი კობახიძე კითხვაზე, დაიწყება თუ არა ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ გამოძიება - დარწმუნებული ვარ, ასე არ იქნება, არ ვიცი, ეს არის ჩემი რწმენა

დარწმუნებული ვარ, რომ ასე არ იქნება, არ ვიცი, ეს არის ჩემი რწმენა, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მედიის კითხვას, შესაძლოა თუ არა გამოძიება ყოფილი პრემიერ-მინისტრით, ირაკლი ღარიბაშვილით დაინტერესდეს.

ამასთან, აღნიშნულ შეკითხვას, კობახიძემ სპეკულაციური უწოდა.

„სპეკულაციური, არასწორი და არაჯანსაღი კითხვები დავასრულოთ. დარწმუნებული ვარ, ასე არ იქნება, არ ვიცი, ეს არის ჩემი რწმენა.

[ირაკლი ღარიბაშვილთან კომუნიკაციაზე] კი, კი არაერთხელ მქონდა ბოლო პერიოდის განმავლობაში, მათ შორის მას შემდეგ, რაც მან დატოვა პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა. თუ არ ვცდები, ერთხელ თუ ორჯერ მქონდა კომუნიკაცია რაღაც თემებზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან ასევე ისაუბრა იმაზე, რატომ არ იყო ღარიბაშვილი დედაქალაქის მერის კანდიდატად კახა კალაძის წარდგენის ღონისძიებაზე და რა სტატუსით მივიდა ამავე ღონისძიებაზე არჩილ თალაკვაძე.

„მან [ღარიბაშვილმა] თქვა, რომ პოლიტიკიდან გავიდა და რატომ უნდა მოსულიყო კალაძის წარდგენაზე?

[არჩილ თალაკვაძე] ის მოვიდა, როგორც საზოგადოების წარმომადგენელი, როგორც არა პოლიტიკოსი.

ადამიანი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გავიდა პოლიტიკიდან და რა თქმა უნდა, მისი მხრიდან მოსვლას ცალკე სპეკულაციას მოაყოლებდით და არ გვინდა ეს სპეკულაციები“, - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძის თქმით, საკითხზე, შესაძლოა თუ არა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა პარტია შექმნას, ვერაფერს იტყვის.

„არ ვიცი, მე ვერაფერს გეტყვით პარტიებთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს ჩვენი პარტია, ამოცანა იცით, რაც არის - 64/64-ზე. სიმართლე გითხრათ, არ მგონია [რომ ღარიბაშვილმა შესაძლოა პარტია შექმნას], მაგრამ მე, როგორ გითხრათ, სხვის მაგივრად, ვინ, რა შეიძლება დააპიროს. არ მგონია. კიდევ ერთხელ გეტყვით, რაც არის ჩვენი მიზანი - 64/64, პირველი ტური თბილისში და მინიმუმ, 38 დეპუტატი თბილისის საკრებულოში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის