ირაკლი კობახიძე - თორნიკე რიჟვაძესთან პირდაპირი კომუნიკაცია არ მქონია, მას ტელეფონი არ აქვს, თუმცა მუდმივად ვკითხულობთ მისი ჯანმრთელობის ამბავს, გვიხარია, რომ ყველაფერი კარგი მიმართულებით მიდის

თორნიკე რიჟვაძესთან პირდაპირი კომუნიკაცია არ მქონია, მას ტელეფონი არ აქვს, თუმცა მუდმივად ვკითხულობთ მისი ჯანმრთელობის ამბავს, გვიხარია, რომ ყველაფერი კარგი მიმართულებით მიდის, - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

„არ მქონია პირდაპირი კომუნიკაცია, იქიდან გამომდინარე, რომ ტექნიკური საშუალება არ იყო. მას ტელეფონი არ აქვს, თუმცა მუდმივად ვკითხულობთ მისი ჯანმრთელობის ამბავს, გვიხარია, რომ ყველაფერი კარგი მიმართულებით მიდის. რაც შეეხება გამოძიებას, გამოძიება წარიმართება, ყველაფრის გასაჯაროება შეიძლება, მათ შორის იმ კადრების, რაც არსებობს. შეგიძლიათ დაინტერესდეთ პროკურატურასთან, ამ კადრების გასაჯაროებას წინ ვერაფერი დაუდგება. ისეთი კადრებია, რომელიც უშუალოდ ამ შემთხვევას არ ასახავს, თუმცა შესაძლოა, საზოგადოებისთვის საინტერესო იყოს. დაინტერესდით პროკურატურასთან და გაგიზიარებენ“, - აღნიშნა პრემიერმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.

„ტვ პირველის“ ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ მოახერხა მათივე ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრა, პრემიერმა აღნიშნა, რომ „ანეტა, თუ ანიტა იქ ჩავიდა და თორნიკეს შეხვდა, საოცრებაა“.

„ვინ ლევან ხაბეიშვილი, ანიტა?! ანიტა შეხვდა? ანიტას ჭორებს ნუ დაუჯერებთ. მგონია, რომ საოცრებას ამბობთ, ანეტა, ანიტა თუ იქ ჩავიდა და თორნიკეს შეხვდა, საოცრებაა. ჩვენ მუდმივად ვკითხულობთ თორნიკეს ამბავს. ეს არის ჩვენთვის უმთავრესი. როგორც კი მოგვეცემა საშუალება, რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, პირდაპირი ურთიერთობა გვქონდეს მასთან“, - აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, როდესაც მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, მედიის როლზე საუბრობდა, არ დაუდანაშაულებია მედია, რომ მედიამ მიიყვანა რიჟვაძე თვითმკვლელობის მცდელობამდე.

„მე, როდესაც ვსაუბრობდი მედიის როლზე, არ დამიდანაშაულებია როგორ ასეთი მედია, რომ მედიამ მიიყვანა თვითმკვლელობამდე. როდესაც საუბარია იმ ბრალდებებზე, რომელიც წერილში იყო ასახული, ეს ბრალდებები მუდმივად ისმოდა ტელევიზიიდან, მედიიდან, კონკრეტული ჟურნალისტები წერდნენ“,- აღნიშნა პრემიერმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, თორნიკე რიჟვაძე და მისი მამაც ღირსეული კაცია, როტაცია განხორციელდა და არ არის სწორი ტერმინით საუბარი, რომ „თორნიკეს მამა გააგდეს“ .

„ყველა ცუდი ადამიანია, ვინც თანამდებობას იცვლის?! თქვენ საუბრობდით კორუფციაზე, ბანდიტების მფარველობაზე. ეს არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა როტაციის მიზეზი. მოერიდეთ, ტერმინების საუბარს: „თორნიკეს მამა გააგდეს“ და ასე შემდეგ. არ არის სწორი. თორნიკეს მამა ღირსეული კაცი, თორნიკე ღირსეული კაცია“, - აღნიშნა პრემიერმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის