ლევან მაჭავარიანი - ნებისმიერი ადამიანი, რომელიც შეეცდება, ჩვენს ქვეყანაში შემოიტანოს დესტაბილიზაცია, ის აუცილებლად იდენტიფიცირებული იქნება და დაისჯება კანონის მაქსიმალური სიმკაცრით

ნებისმიერი ადამიანი, რომელიც შეეცდება, ჩვენს ქვეყანაში შემოიტანოს დესტაბილიზაცია, ის აუცილებლად იდენტიფიცირებული იქნება და დაისჯება კანონის მაქსიმალური სიმკაცრით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ლიეტუვაში, დიდი ბრიტანეთი ქართველ აქტივისტებს ოქტომბრის არჩევნებისთვის ამზადებს“.

მაჭავარიანის თქმით, იმ ძალებს, რომლებსაც ქვეყანაში დესტაბილიზაცია სურთ, ყველაფერზე არიან წამსვლელები.

„ჩვენ მივიღეთ რამდენიმე კანონი გამჭვირვალობასთან დაკავშირებით და გარეწრებს, რომლებსაც დესტაბილიზაციის მოწყობა სურთ, საქმე ურთულდებათ. აქედან გამომდინარე ისინი უკვე სხვა ქვეყნებზე არიან გადასულები და აქტივისტები დასატრენინგებლად დაჰყავთ. ვიდეომასალაც გავრცელდა, თუ რაში ატრენინგებენ მათ. ეს იყო USAID-ის დაფინანსებული ტრენინგი. ახალგაზრდებს ატრენინგებენ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ აქციის დროს და როგორ დაეძაბათ სიტუაცია საპროტესტო აქციის დროს, რომ ეს ყველაფერი სამოქალაქო დაპირისპირებაში გადასულიყო. ეს სამწუხარო ფაქტია, თუმცა ჩვენ ვართ მოწოდების სიმაღლეზე. ყველა მინდა გავაფრთხილო, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც შეეცდება, ჩვენს ქვეყანაში შემოიტანოს დესტაბილიზაცია, ის აუცილებლად იდენტიფიცირებული იქნება და დაისჯება კანონის მაქსიმალური სიმკაცრით“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ამასთან, ლევან მაჭავარიანი გამოეხმაურა „ლელო - ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის მერობის ერთობლივ კანდიდატად, ირაკლი კუპრაძის წარდგენას.

მისივე თქმით, მამუკა ხაზარაძე და გიორგი გახარია საკუთარ ამომრჩეველს ატყუებენ.

„მინდა, ჩვენს საზოგადოებას შევახსენო ბატონი ხაზარაძის და გახარიას მხრიდან რამდენიმე ტყუილი წინა არჩევნებიდან მოყოლებული. ისინი თავიანთ ამომრჩეველს ატყუებდნენ, რომ თითქოს არჩევნები გაყალბებული იყო. ერთი მტკიცებულება ვერ დადეს და პირდაპირ ეთერში ბატონმა გახარიამაც და ბატონმა ხაზარაძემაც აღიარეს ხმების ის რაოდენობა, რა ხმებიც მათ ცესკო-მ დაუწერა; შემდეგ ატყუებდნენ თავიანთ ამომრჩევლებს, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდნენ; როდესაც თქვეს, რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდნენ, თავიანთ ამომრჩევლებს ატყუებდნენ, რომ დააყენებდნენ ნეიტრალურ, აპოლიტიკურ, უპარტიო კანდიდატს.

ბატონ კუპრაძეზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი ამომრჩევლისთვის ეს პირდაპირ შეურაცხყოფის მიყენებაა. მე დარწმუნებული ვარ, მათი ამომრჩეველი ამას სწორად შეაფასებს. ბატონმა კუპრაძემ ვიცე - მერობის კანდიდატად დაასახელა ბატონი ელისაშვილი. ამომრჩევლისთვის ესეც შეურაცხმყოფელია იქიდან გამომდინარე, როგორი სიტყვებით ლანძღავდა ბატონი ელისაშვილი ბატონ ხაზარაძეს. შემდეგ ბატონმა ხაზარაძემ იგი თავის პარტიაში მაინც შეიკედლა. ასეთი კანდიდატების დაყენება, რა თქმა უნდა, შეურაცხმყოფელია მათივე ამომრჩევლისთვის. ამომრჩეველი მათ არჩევნებზე საკადრის პასუხს გასცემს.ბატონი კუპრაძის ბიოგრაფიას გადავხედოთ. რა გაუკეთებია, ვინ იცნობს და რით აქვს დამტკიცებული, რომ შეუძლია მართოს დედაქალაქი? ეს არის კითხვები, რომლებზეც პასუხს ვერავინ გაგვცემს, შესაბამისად, რა კონკურენციაზეა საუბარი? რა თქმა უნდა, ნულოვანი შანსი აქვთ, რომ რაღაც მინიმალურ წარმატებასაც მიაღწიონ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია