იუსტიციის სამინისტროში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა

იუსტიციის სამინისტროში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სხდომაზე კომისიამ მოისმინა იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ ანგარიში ამომრჩეველთა სიის სრულყოფის მიზნით გაწეული მუშაობის შესახებ.

„აღინიშნა, რომ პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა სია ბოლო თორმეტი წლის განმავლობაში სისტემური და ინტენსიური მუშაობის შედეგად მნიშვნელოვნად დაიხვეწა და დაზუსტდა; სააგენტო მუდმივად ახორციელებს მონაცემთა ხარისხის კონტროლს და მიზნობრივ ღონისძიებებს ამომრჩეველთა სიის სიზუსტის უზრუნველსაყოფად. აღნიშნულის მაგალითია მიმდინარე აქცია, რომელიც 2025 წლის 11 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე გრძელდება და გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს, პირადობის ელექტრონული მოწმობა ნახევარ ფასად მიიღონ.

საარჩევნო გარემოს მონიტორინგის პროცესში უწყებათაშორისი კომისია სწავლობს როგორც მედიაში გავრცელებულ, ისე პოლიტიკური გაერთიანებების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, გამოვლენილ ინციდენტებზე რეაგირებისათვის კი, შეიმუშავებს რეკომენდაციებს.

კომისია იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ხელმძღვანელობს. კომისიის შემადგენლობაში სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მაღალი რანგის წარმომადგენლები შედიან, რაც უზრუნველყოფს კოორდინირებულ და ეფექტიან მოქმედებას.

კომისიისათვის მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: iatf@justice.gov.ge; აგრეთვე, ცხელ ხაზზე: ‪(+995) 599 85 00 11.

უწყებათაშორისი კომისია ცესკო-ს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებამდე იმუშავებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი