ანტონიო კოშტა - ევროპული საბჭოს წევრებთან უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების შესახებ ვიდეოკონფერენცია დაიწყო - პირველი ნაბიჯის სახით, რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა დაასრულოს ძალადობა

ევროკავშირის ლიდერები ვირტუალურ სამიტს მართავენ, რომლის მიზანი ვაშინგტონში გუშინდელი მოლაპარაკებებისა და შემდგომი ნაბიჯების შესახებ 27-ვე ქვეყნის ლიდერებისთვის ინფორმაციის მიწოდებაა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას განცხადებით, რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ძალადობა.

„ევროპული საბჭოს წევრებთან ვიდეოკონფერენცია უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების შესახებ რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.

ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინელ ხალხს და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის“, - წერს კოშტა.

მისი განცხადებით, უკრაინა ლიდერების დღის წესრიგის სათავეში იყო და დარჩება მომდევნო კვირებისა და თვეების განმავლობაში, რადგან ბლოკი აგრძელებს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ მიმართული ძალისხმევის მხარდაჭერას.

„პირველი ნაბიჯის სახით, რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა დაასრულოს ძალადობა“, - წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს