დონალდ ტრამპი ზელენსკისა და პუტინზე - საშუალებას მივცემ, რომ ჯერ ისინი შეხვდნენ - ახლა ერთმანეთს ოდნავ უკეთ უგებენ, სხვა შემთხვევაში ორმხრივ შეხვედრას არ დავგეგმავდი

ვიმედოვნებ, რომ პრეზიდენტი პუტინი სწორად მოიქცევა და თუ არა, მაშინ სიტუაცია რთული იქნება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, მონაწილეობას მიიღებს თუ არა უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაში, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ პირველი შეხვედრა ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის გაიმართება.

„საშუალებას მივცემ, რომ ჯერ ისინი შეხვდნენ. ისინი საუკეთესო მეგობრები ნამდვილად არ არიან და კარგი ურთიერთობა არ აქვთ. პრეზიდენტ პუტინს გუშინ დავურეკე, რომელთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ მნიშვნელობა მხოლოდ იმას აქვს, თუ შედეგს მივაღწევთ, სხვა შემთხვევაში ურთიერთობა არ მაინტერესებს. შვიდი ომი დავასრულე და ვფიქრობდი, რომ ეს ყველაზე მარტივი იქნებოდა, მაგრამ ყველაზე რთულად მოსაგვარებელი აღმოჩნდა. ვიმედოვნებ, რომ პრეზიდენტი პუტინი სწორად მოიქცევა და თუ არა, მაშინ სიტუაცია რთული იქნება. იმედია, ზელენსკიც იმას გააკეთებს, რაც საჭიროა. მან გარკვეული მოქნილობა უნდა გამოიჩინოს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ამასთან, დონალდ ტრამპის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის შესახებ ყველაზე მეტად იმან გააკვირვა, რომ „ახლა ისინი ერთმანეთს ოდნავ უკეთ უგებენ“.

„სხვა შემთხვევაში ორმხრივ შეხვედრას არ დავგეგმავდი. მაშინ სამმხრივ შეხვედრას მოვაწყობდი. ვერ ვიტყვი, რომ ოდესმე საუკეთესო მეგობრები იქნებიან“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს