გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, “ენერგო-პრო ჯორჯია”-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას “ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს.

“ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 აგვისტოს 08:30-იდან 09:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მისაქციელი, ნატახტარი, ახალუბანი და მიმდებარე სოფლებში; 11:30-იდან 14:30 საათამდე აბონენტებს მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ქსოვრისი, ილტოზა, ბაქაქურები, არმაზი, მჭადიჯვარი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-იდან 16:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში ლისზე, თხინვალაში, ნაფეტვრებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე; 15:15-იდან 17:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში; 16:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ დიღომში ჰუგო ჰუბერტის, ბარონ დე ბაიას, ხატაეთის და მიმდებარე ქუჩებზე; 17:00-იდან 19:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში თხინვალაში, ლისზე, მსხალდიდსა და მიმდებარე ტერიტორიაზე. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს