უკრაინამ 1 000 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა

უკრაინამ რუსეთისგან 1 000 ადამიანის ცხედარი დაიბრუნა, რომლებიც, რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებს ეკუთვნით, - ინფორმაციას უკრაინული მედია სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

„სამწუხაროდ, რეპატრირებულებს შორის ტყვეობაში დაღუპული 5 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურის ცხედარია. სტამბოლში მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დროს მიღწეული შეთანხმებების თანახმად, ისინი „მძიმედ დაჭრილი და მძიმედ დაავადებული“ პატიმრების სიებში იყვნენ შეყვანილები, რომლებიც უნდა გაეცვალათ“, - ნათქვამია საკოორდინაციო შტაბის განცხადებაში.

მათი ინფორმაციით, რუსული მხარე აგრძელებს დროის გაჭიანურებას და არ ასრულებს თავის ვალდებულებებს. უკრაინა მოითხოვს ყველა მძიმედ დაავადებული და მძიმედ დაჭრილი ტყვის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და იბრძვის უკრაინის ყველა მოქალაქის დაბრუნებისთვის.

შტაბში აცხადებენ, რომ დაბრუნებულთა შორის არიან დონეცკის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკის და კურსკის მიმართულებების დამცველები.

უახლოეს მომავალში ცხედრებს ყველა საჭირო ექსპერტიზა ჩაუტარდებათ და მათი იდენტიფიცირება მოხდება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს