ანტონიო კოშტა - ევროპული საბჭოს სამიტის დასრულებისთანავე ვოლოდიმირ ზელენსკის ვესაუბრე - ხაზი გავუსვი ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ და ჩვენს ერთგულებას რუსეთზე ზეწოლის შესანარჩუნებლად

ევროპული საბჭოს წევრებთან საუბრის დასრულებისთანავე, ტელეფონით დავუკავშირდი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. ხაზი გავუსვი ევროკავშირის ერთიანობას და ურყევ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, ასევე ჩვენს ერთგულებას რუსეთზე ზეწოლის შესანარჩუნებლად, - ამის შესახებ ევოპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„ჩვენი მთავარი პრიორიტეტებია მკვლელობების შეჩერება, ტყვეების გაცვლის პროცესის წინსვლა და რუსეთის მიერ გატაცებული ათასობით ბავშვის დაბრუნების უზრუნველყოფა. ვიმუშავებთ შეერთებულ შტატებთან ერთად კონკრეტულ და აუცილებელ უსაფრთხოების გარანტიებზე“, - წერს ანტონიო კოშტა.

მისი თქმით, საჭიროა უკრაინელი ხალხის მიმართ მხარდაჭერის გაგრძელება და გაფართოების პროცესის წინსვლა.

„პრეზიდენტ ზელენსკისთან და აშშ-სთან ერთად მოვამზადებთ შემდგომ ნაბიჯებს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა და გაფართოების პროცესის წინსვლა. უკრაინის მომავალი ასევე იმ კეთილდღეობასა და სტაბილურობაშია, რომლის უზრუნველყოფაც ევროკავშირის წევრობას შეუძლია“, - წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, ევროკავშირის ლიდერებმა ვირტუალური სამიტი გამართეს, რომლის მიზანი ვაშინგტონში გუშინდელი მოლაპარაკებებისა და შემდგომი ნაბიჯების შესახებ 27-ვე ქვეყნის ლიდერებისთვის ინფორმაციის მიწოდება იყო.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს