შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი - შვეიცარია მზადაა უმასპინძლოს რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებს

შვეიცარია მზადაა უმასპინძლოს რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მონაწილეობით. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრზე იგნასიო კასისზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჩვენ მზად ვართ ასეთი შეხვედრისთვის და მადლიერები ვართ ჩვენდამი გამოცხადებული ნდობისთვის.

ჩვენ ყოველთვის ვაცხადებდით ჩვენს მზადყოფნას, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია დიდი სახელმწიფოების მზადყოფნაზე“, - დასძინა მან.

კასისმა აღნიშნა, რომ თუ პუტინი დაესწრება შვეიცარიაში გამართულ რომელიმე მოლაპარაკებებს, შვეიცარიის მთავრობა სპეციალურ ღონისძიებებს გაატარებს რუსეთის ლიდერის წინააღმდეგ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) ორდერების გამო.

„ჩვენ განვმარტეთ სამართლებრივი სიტუაცია.

ჩვენ შეგვიძლია ასეთი შეხვედრის ჩატარება და ვიცით, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ის შეუფერხებლად წარიმართოს. ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება პუტინის წინააღმდეგ დაპატიმრების ორდერის მიუხედავად, ჩვენი განსაკუთრებული როლისა და ჟენევის, როგორც გაეროს ევროპული შტაბ-ბინის როლის გამო“, - განაცხადა მან.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია