რუსული მედია - პირები, რომლებსაც ყირიმის ხიდზე ტერორისტული თავდასხმისთვის განკუთვნილი ავტომობილი გადაჰყავდათ, კრასნოდარის მხარის სტარონიჟესტებლიევსკაიას დასახლებაში დააკავეს

პირები, რომლებსაც ყირიმის ხიდზე ტერორისტული თავდასხმისთვის შენიღბული ასაფეთქებელი მოწყობილობით დატვირთული ავტომობილი გადაჰყავდათ, კრასნოდარის მხარის სტარონიჟესტებლიევსკაიას დასახლებაში დააკავეს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, „უკრაინის სპეცსამსახურების თანამზრახველები“, რომლებსაც ასაფეთქებელი ნივთიერებებით სავსე მანქანა ავტომზიდით გადაჰყავდათ, ტრასის პირას დააკავეს. ახლოს მარცვლეულის ლიფტია, ხოლო რკინიგზის სადგური სამი წუთის სავალზეა.

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ცნობით, შემდგომში, მანქანა სხვა მძღოლისთვის უნდა გადაეცათ, რომელიც, თავის მხრივ, ყირიმის ხიდზე უნდა შესულიყო და “უნებლიეთ თვითმკვლელი ტერორისტი” გამხდარიყო.

ორშაბათს, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ უკრაინის სპეცსამსახურების მიერ ყირიმის ხიდზე მაღალი სიმძლავრის ბომბის აფეთქების კიდევ ერთი მცდელობა აღკვეთეს და რომ ბომბი დამონტაჟებული იყო ავტომობილში, რომელიც თვითმკვლელ ტერორისტს უნდა აეფეთქებინა. „ეფ-ეს-ბე“-ს მტკიცებით, ავტომობილი რუსეთში უკრაინიდან რამდენიმე ქვეყნის გავლით ტრანზიტით შეიყვანეს, ხოლო უშუალოდ რუსეთში საქართველოდან საერთაშორისო საკონტროლო-გამშვები პუნქტის, „ზემო ლარსის“ გავლით.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს