ავღანეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ირანიდან დეპორტირებული ათობით ადამიანი დაიღუპა

ავღანეთის დასავლეთ ნაწილში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 73 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 17 ბავშვი, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დაღუპუთა უმეტესობა იმ ავტობუსის მგზავრები იყვნენ, რომელსაც ირანიდან დეპორტირებული ავღანელი მიგრანტები გადაჰყავდა.

ქაბულისკენ მიმავალ ავტობუსს ჰერატის პროვინციაში სატვირთო მანქანასთან და მოტოციკლთან შეჯახების შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა. დაიღუპა ავტობუსში მყოფი ყველა ადამიანი, ასევე ორი ადამიანი სხვა ავტომობილებიდან.

ჰერატის პოლიციის ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევა ავტობუსის მძღოლის გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობისა და დაუდევრობის გამო მოხდა.

ცნობისთვის, ბოლო თვეების განმავლობაში ირანმა სამშობლოდან კონფლიქტის გამო გაქცეული არალეგალი ავღანელი მიგრანტების დეპორტაცია გააძლიერა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება