მოასწარი „თბილისის აკრებში“ ბინის შეძენა სასტარტო ფასად - 20 სექტემბერს პრისეილის ფასდაკლება მთავრდება

მოასწარი „თბილისის აკრებში“ ბინის შეძენა სასტარტო ფასად - 20 სექტემბრამდე ქალაქის პირველ თვითმყოფად უბანში სპეციალური შეთავაზება მოქმედებს.

„თბილისის აკრები“ არის დედაქალაქის უნიკალური უბანი, რომელიც მობინადრეებს საცხოვრებელ ტერიტორიასა და ქალაქის ყველა საზოგადოებრივ სივრცეს ერთ უბანში სთავაზობს.

კომპლექსი მდებარეობს სტრატეგიულად ორ ყველაზე მოთხოვნად უბანს - ვაკესა და საბურთალოს შორის, ნაფეტვრებისკენ მიმავალ გზაზე, უნივერსიტეტის ქუჩიდან რამდენიმე წუთის სავალზე. სპეციალურად ამ უბნისთვის ვაკიდან იგეგმება ახალი გზის მოწყობაც, რომელიც კიდევ უფრო მარტივად დააინტეგრირებს მას თბილისის არქიტექტურაში. მობინადრეებს საშუალება აქვთ, სულ რამდენიმე წუთში მოხვდნენ ქალაქის ცენტრალურ ადგილებში, მათ შორის ბიზნესცენტრებთან, სასწავლო ობიექტებთან თუ სავაჭრო მოლებთან.

„თბილისის აკრები“ 62 ჰექტარ ტერიტორიაზე ხორციელდება. ის აერთიანებს ისეთ სოციალურ სივრცეებს, როგორიცაა საგანმანათლებლო, სპორტული, კულტურული, მოსასვენებელი, გასართობი და სავაჭრო დაწესებულებები. საცხოვრებელი შენობები და აღნიშნული ობიექტები ჯამში ტერიტორიის 15%-ს იკავებს. დანარჩენი 85% კი ბუნებრივი საფარია ან დენდროლოგების მიერ დამატებით გამწვანებული სივრცე იმ მცენარეებით, რომლებიც ადგილობრივ ფლორას ენათესავება. შესაბამისად, დედაქალაქის ახალი უბანი ორგანულად ერწყმის ბუნებას. „თბილისის აკრებს“ დასავლეთიდან 90 000 კვ.მ. ბუნებრივი ლანდშაფტი და ტყის მასივი ეკვრის, რაც განსაკუთრებულ მიკროკლიმატს ქმნის. კომპლექსის მაცხოვრებლებს ერთი მხრივ შესაძლებლობა ექნებათ, იცხოვრონ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, სადაც ჰაერის ხარისხი მკვეთრად განსხვავდება სხვა უბნებისგან და მეორე მხრივ, წვდომა ჰქონდეთ ყველა საჭირო სერვისსა და ობიექტთან და სწრაფად და შეუფერხებლად მოხვდნენ ქალაქის ცენტრში. ყველა ობიექტი, რისთვისაც აქამდე მთელს ქალაქში გადაადგილება იყო საჭირო, ახალ უბანში, ფეხით სავალ მანძილზე იქნება ხელმისაწვდომი.

მოასწარი ბინის შეძენა „თბილისის აკრებში“, 20 სექტემბერს პრისეილის ფასდაკლება მთვარდება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და ბინის შესარჩევად ესტუმრეთ ვებგვერდს Tbilisiacres.ge ან დაუკავშირდით კომპანიას ნომერზე: +995 (32) 290 05 05

(R)

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია