სოფელ დიდ ლილოში სპორტული სივრცე მოეწყობა

სამგორის რაიონში, დაახლოებით, ერთ ჰექტარ ფართობზე, სპორტული სივრცე მოეწყობა.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროექტი სოფელ დიდ ლილოში, არჩილ მეფის ქ. N5-ში განხორციელდება და საფეხბურთო მოედნისა და პადელის კორტის მშენებლობას მოიცავს.

„ხელოვნურსაფარიან საფეხბურთო მოედანს ექნება მაყურებელთა ტრიბუნა, რომელიც 120 მაყურებელზეა გათვლილი. ადგილები გათვალისწინებული იქნება შშმ პირთათვისაც. აღნიშნულ ტერიტორიაზე ასევე აშენდება გასახდელი საშხაპეებით. შენობა აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარით. რაც შეეხება პადელის მოედანს, იგი 200 კვ.მ ფართობზე განთავსდება. ტერიტორიაზე გათვალისწინებულია სატრენაჟორო სივრცისა და სარბენი ბილიკის მოწყობაც, დანარჩენი სივრცე კი რეკრეაციას დაეთმობა“, - განაცხადა მერმა.

მისივე ინფორმაციით, სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყება და 2026 წლის ნოემბრის ბოლოს დასრულდება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს