ბენიამინ ნეთანიაჰუ ავსტრალიელ კოლეგას ისრაელის ღალატში ადანაშაულებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ავსტრალიელ კოლეგას, ენტონი ალბანეზეს ისრაელის ღალატსა და ავსტრალიის ებრაული თემის მიტოვებაში ადანაშაულებს.

ნეთანიაჰუს მტკიცებით, ისტორია ენტონი ალბანეზეს „სუსტ პოლიტიკოსად დაიმახსოვრებს“.

ცნობისთვის, ორშაბათს, ავსტრალიამ ნეთანიაჰუს მმართველი კოალიციის ულტრამემარჯვენე წევრს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა, ისრაელმა კი, თავის მხრივ, პალესტინის ხელისუფლებაში ავსტრალიის წარმომადგენლებს ვიზები გაუუქმა.

ავსტრალიის მინისტრმა მიგრაციის საკითხებში, ტონი ბურკმა განაცხადა, რომ ნეთანიაჰუს კრიტიკა გამოიწვია კანბერას მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებულმა განცხადებამ იმასთან დაკავშირებით, რომ პალესტინის სახელმწიფოს ოფიციალურად აღიარებას გეგმავენ.

„ძალა არ იზომება იმით, თუ რამდენი ადამიანის აფეთქება, ან რამდენის მშიერი დატოვება შეგიძლია“, - განუცხადა ბურკმა ავსტრალიურ მედიას.

რაც შეეხება ავსტრალიის პრემიერს, მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ამ საკითხებს პირად საკითხებად არ აღიქვამს“.

„მე სხვა ქვეყნების ლიდერებს პატივისცემით ვეპყრობი, მათთან დიპლომატიური გზით ვთანამშრომლობ“, - აღნიშნა ენტონი ალბანეზემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს