ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ-თან და ევროპასთან ერთად უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად ყოველდღიურად ვმუშაობთ

აშშ-თან და ევროპასთან ერთად უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად ყოველდღიურად ვმუშაობთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„ღამით, სუმის ოლქის ქალაქ ახტირკაზე დრონით დარტყმის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. დახმარებას ითხოვდა ოჯახი 5 თვის, 4 წლისა და 6 წლის ბავშვებით, რომლებიც თავდასხმის შემდეგ დაშავდნენ. დონეცკის ოლქში, ბომბის აფეთქების შედეგად საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა და ნანგრევებში, სულ მცირე, სამი ადამიანი რჩება“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, რუსეთის დარტყმები მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერების აუცილებლობას ადასტურებს.

„ეს ყველა დემონსტრაციული დარტყმებია, რომლებიც ადასტურებს მოსკოვზე ზეწოლის აუცილებლობას, ახალი სანქციებისა და ტარიფების დაწესების აუცილებლობას იქამდე, სანამ დიპლომატია სრულად ეფექტური არ გახდება. აშშ-თან, ევროპასთან და ყველასთან ერთად, ვისაც მშვიდობა სურს, უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად ყოველდღიურად ვმუშაობთ. საიმედო და მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად ძლიერი უსაფრთხოების გარანტიები გვჭირდება“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია