პროკურატურამ ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადების და გასაღების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადების და გასაღების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საგარეჯოში, მისი ფაქტობრივი მართვის ქვეშ მყოფი საწარმოს სახელით, დაამზადა და 2500 ლარის სანაცვლოდ გაასაღა 11 700 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალის თითქოსდა მიწოდების ამსახველი ყალბი სასაქონლო ზედნადები.

„დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება და გასაღება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა