სტუ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოტექნოლოგიის ცენტრი არის ინოვაციური შესაძლებლობების პლატფორმა, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა აგროსექტორის განვითარების საფუძველს ქმნის

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოტექნოლოგიის ცენტრის მიერ განხორციელებული კვლევები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს აგროსექტორის სტრატეგიული განვითარების პროცესში. In vitro ბიოტექნოლოგიური მეთოდების მოდიფიკაცია და მათი ადგილობრივ გეოგრაფიულ-კლიმატურ პირობებთან ადაპტაცია ქმნის შესაძლებლობას, ქვეყანაში ჩამოყალიბდეს გენეტიკურად სუფთა, დაავადებებისადმი მდგრადი და მაღალი ხარისხის სარგავი მასალის წარმოება,- ამის შესახებ სტუ-ის ბიოტექნოლოგიის ცენტრის დირექტორი, პროფესორი მაია კუხალეიშვილი აცხადებს.

მისივე თქმით, ეს ინოვაციური მიდგომა ხელს უწყობს აგრობიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქციის შექმნასა და იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას.

„შედეგად, ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევები არა მხოლოდ მეცნიერული, არამედ ეკონომიკური და ეკოლოგიური მნიშვნელობისაა, რაც, თავის მხრივ, ქართული სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს“,-აღნიშნავს მაია კუხალეიშვილი.

მისივე ცნობით, ბიოტექნოლოგიის ცენტრი ინტეგრირებულად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებაზე, რაც მნიშვნელოვნად აძლიერებს როგორც სამეცნიერო, ისე პრაქტიკულ ცოდნასა და გამოცდილებას.

„ცენტრის საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს in vitro ბიოტექნოლოგიური მეთოდების მოდიფიკაცია და მათი საქართველოს გეოგრაფიულ-კლიმატურ პირობებთან ადაპტაცია, რაც საფუძველს ქმნის სუფთა და ხარისხიანი სარგავი მასალის წარმოებისთვის. ამასთანავე, ცენტრი აქტიურად იკვლევს სამკურნალო, შხამიანი (ბიოლოგიურად სასარგებლო), თაფლოვანი, საღებარი და სანელებელი მცენარეების ბიომრავალფეროვნებას, ახორციელებს მათ მონიტორინგს და მუშაობს მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიებზე“,-აღნიშნავს მაია კუხალეიშვილი.

პროფესორ მაია კუხალეიშვილის თქმით, ცენტრის საქმიანობაში მნიშვნელოვანი მიმართულებაა აგრეთვე ფიტოგენეტიკური რესურსების გაუმჯობესება და კონსერვაცია, ეთნობოტანიკური უნარ-ჩვევების შესწავლა და მათი პოპულარიზაცია, აგრეთვე მცენარეთა მდგრადი გამოყენების პერსპექტივების განსაზღვრა. როგორც ცენტრის დირექტორი აღნიშნავს, კვლევები, ერთიანობაში, ხელს უწყობს როგორც აგრობიომრავალფეროვნების დაცვას, ასევე სოფლის მეურნეობისა და ეკოლოგიურად უსაფრთხო წარმოების განვითარების მდგრადობას.

„ბიოტექნოლოგიის ცენტრში მიმდინარეობს კვლევები ყურძნის და ხილის შენახვის ახალი ტექნოლოგიების შემუშავების მიმართულებით, მათი შემდგომი დანერგვის მიზნით. ასევე, ფუნქციონალური დანიშნულების კვების პროდუქტების წარმოება ადგილობრივი მცენარეული რესურსების გამოყენებით და ს/მ კულტურებისთვის ნაკლებ ნაყოფიერი ნიადაგის და ფესვის პათოგენი მიკროორგანიზმების წინააღმდეგ, ნიადაგების ნაყოფიერების ამაღლების მიზნით, ბიოპრეპარატების გამოცდა.

2025 წლის მაისი-აგვისტოს პერიოდში, სოფელ აჯამეთში, ღია გრუნტში, დაირგა ბიოტექნოლოგიის ცენტრის in vitro კარტოფილის სინჯარის მცენარე, ჯიში „სანტე“-ს ჩითილები, რომელთა წარმოება მოხდა ცენტრის ლაბორატორიაში. გარდა ამისა, სოფელ აჯამეთში დაირგა, კომპანია „აგრიკოს“ მიერ გადმოცემულია კარტოფილის ახალი, ელიტური სათესლე ჯიშები ( „Jolloene“; „Meriemi“; „Twinner“; „Armedi“; „Artzona“; „Rabilon“; „Fontane“; „Pikasso“, „Paradiso“; „Fajah“; „Lugano“; „Lenoro“), „sante“ პირველი რეპროდუქცია (ა კლასი). „Pikasso“-სა და „Sante“-ს გარდა, ყველა ჯიში ახალი, ჰოლანდიური, ჰიბრიდული ჯიშებია, რომელიც რეპროდუქციის მიზნით, პირველად შემოიტანეს საქართველოში. ამჟამად, აჯამეთში აგროტექნიკა-მოვლას აწარმოებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის მაგისტრანტი თამაზ კობახიძე, რომელიც 2024 წლიდან მონაწილეობს ცენტრის სამეცნიერო კვლევებში.

მიუხედავად იმისა, რომ 12 ჯიში შემოტანილია, როგორც უმაღლესი კლასის ელიტა, ჩვენს მიერ ჩატარებული იმუნოფერმენტული ანალიზის შედეგების მიხედვით ( Daz-Eliza), 4 ჯიშში (პიკასო, ფონტანე, პარადისო, ლუგანო) აღმოჩნდა კარტოფილის ვირუსები (PVM, PVS) მცირე რაოდენობით, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ჯიშები, დასაშვები ვირუსების ზღვარზეა, ხოლო „სანტე“-ში დაფიქსირდა PVY ვირუსი, რაც მოსალოდნელი იყო, ხოლო ახალ ელიტურ ჯიშ „ბაბილონ“-ში კი ასევე მცირე რაოდენობით - PVY ვირუსი. მასალა მიღებულია დაგვიანებით, ამიტომ კვლევები ჩატარდა ზაფხულში, როდესაც კარტოფილის ჯიშები ახალციხეში, გლეხების მიერ, უკვე დარგული, თუმცა ჩვენი მონაცემები მიწოდებულია კომპანიის წარმომადგენელთან. ბიოტექნოლოგიის ცენტრი მიღებულ მოსავალში ყველა ჯიშს შეამოწმებს ვირუსზე.

შვიდი უვირუსო, ჰოლანდიური ჰიბრიდული ჯიშიდან მიღებული სინჯარის მცენარეები კი მოთავსდა ცენტრის in vitro კარტოფილის სინჯარის მცენარეების კოლექციაში, აგვისტოში მოხდა მათი რეპროდუქცია. მცენარეები იზრდება ნორმალურად“, - აცხადებს მაია კუხალეიშვილი.

როგორც სტუ-ის მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მიხეილ ჯანიკაშვილი აცხადებს, ბიოტექნოლოგიის ცენტრი არის ინოვაციური შესაძლებლობების პლატფორმა, რომელიც მაღალხარისხიანი, მდგრადი და ეკოლოგიურად სუფთა აგროსექტორის განვითარების საფუძველს ქმნის.

„ბიოტექნოლოგიის ცენტრის საქმიანობა ნათლად აჩვენებს, რომ სოფლის მეურნეობის სფეროში მეცნიერებისა და პრაქტიკის ინტეგრაცია შესაძლებელია. ცენტრის მიერ დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება ქმნის წინაპირობას, რომ საქართველოს აგროსექტორი მომავალი წლებში კონკურენტუნარიანი და ინოვაციური განვითარების გზაზე დადგეს, ხოლო კვლევების შედეგები პრაქტიკულ დონეზე აისახოს როგორც ფერმერთა, ისე მომხმარებელთა სასარგებლოდ“, - აცხადებს სტუ-ის მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

სტუ-ის ინფორმაციით, ბიოტექნოლოგიების ცენტრში, ნექტარინის ორ ჯიშზე - „კალდეზი2000“ და „ბიგტოპი“, კრეფის ოპტიმალური ვადების დადგენისა და სიმწიფის დონის გავლენის შესწავლის მიზნით, მათ შენახვის უნარიანობაზე კვლევები ტარდება. ცენტრის მიკრობიოლოგიური ჯგუფის მიერ კი, სოფელ ლილოში, ადგილობრივი ფერმერის ნაკვეთზე, მიმდინარეობს კვლევა - ბიოპრეპარატ „ბიომიქსის“ გავლენა სასოფლო-სამეურნეო კულტურების: ბადრიჯანი, ტკბილი წიწაკა და პომიდორი, სასარგებლო და პათოგენი მიკრობების განვითარებაზე.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო