„თიბისი უზბეკეთის“ გენერალური დირექტორი, ნიკა ქურდიანი, უზბეკეთის პრეზიდენტმა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის დააჯილდოვა

უზბეკეთის პრეზიდენტმა შავკატ მირზიიოევმა, ყოველწლიური „ანტრეპრენიორების დღის“ აღსანიშნავი ღონისძიების ფარგლებში, „თიბისი უზბეკეთის“ გენერალური დირექტორი, ნიკა ქურდიანი, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის „მეგობრობის“ ორდენით დააჯილდოვა.

საპრეზიდენტო ორდენის მიღება, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თიბისი უზბეკეთის უწყვეტ მუშაობას ქვეყანაში ფინანსური მომსახურების დონის ასამაღლებლად, ასევე მის როლს საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვასა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაში.

სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა მირზიიოევმა, ასევე აღნიშნა თიბისი უზბეკეთის როლი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერაში, რაც ქვეყნის ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

ბოლო 12 თვის განმავლობაში, თიბისი უზბეკეთმა ქვეყანაში დანერგა პირველი სრულად ციფრული ბიზნეს საბანკო სერვისი, რომელსაც აპრილში ბიზნეს სესხების ფუნქცია დაემატა. 2025 წლის ივლისში კი, კომპანიამ განაცხადა, რომ ბიზნეს შეთავაზებების გაძლიერებისთვის, უზბეკეთის უდიდესი საცალო მართვის SaaS პლატფორმა- BILLZ შეისყიდა.

პრეზიდენტისგან მიღებული ეს ჯილდო ჩემთვის დიდი პატივია, თუმცა არ ვიღებ, როგორც პირად მიღწევად- ეს არის მთელი ჩვენი გუნდის მუშაობის შედეგის აღიარება. თითქმის ხუთ წელიწადში, ჩვენ შევძელით შეგვექმნა ეკოსისტემა, რომელმაც ქვეყნაში შეცვალა მილიონობით ჩვენი მომხმარებლის დამოკიდებულება ციფრული ფინანსური სერვისების მიმართ. ჩვენ ვამაყობთ არა მხოლოდ იმ მიღწევებით, რაც თიბისის აქვს, არამედ იმ მიღწევებითაც, რაც უზბეკეთის ეკონომიკის განვითარებასა და ზრდაში შევიტანეთ. თიბისი უზბეკეთი გააგრძელებს ახალი პროდუქტების შექმნას და ინოვაციური ტექნოლოგიების იმ ხარისხით დანერგვას, რომელიც შეესაბამება უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს და ამართლებს ჩვენი მილიონობით მომხმარებლის მოლოდინებს”, - ნიკა ქურდიანი, თიბისი უზმეკეთის გენერალური დირექტორი.

თიბისი უზბეკეთი, ცენტრალური აზიის მასშტაბით, არის წამყვანი ციფრული ბანკინგის ეკოსისტემა - 21 მილიონზე მეტი უნიკალური რეგისტრირებული მომხმარებლით, რაც ქვეყანის მოსახლეობის 50%-ზე მეტია. ეკოსისტემა მოიცავს სწრაფად განვითარებად ციფრულ ბიზნესებს: TBC UZ - ქვეყნის უდიდესი ციფრული ბანკი; Payme- ციფრული გადახდების აპლიკაცია ინდივიდუალური მომხმარებლებისა და მცირე ბიზნესებისთვის; ასევე საკრედიტო ბიზნესს სახელწოდებით- Payme Nasiya; და თიბისი დაზღვევას, რომელსაც სრულად ციფრული შეთავაზებები აქვს.

თიბისი უზბეკეთი დიდ ინვესტიციებს ახორციელებს მობაილბანკში ხელოვნური ინტელექტის გამოცდილების გაძლიერებაში. გუნდმა გამოყო 10 მილიონი საკუთარი საუბრის ტექნოლოგიებისა და უზბეკური ენის დიდი მოდელების (LLM) განვითარებისათვის. სხვადასხვა მიმართულებებში AI აგენტები უკვე დანერგილია, მათ შორის გაყიდვებსა და ინკასოებში. “ვირტუალური ასისტენტი” კი, წლის ბოლოსთვის იქნება ხელმისაწვდომი.

(R)

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან