რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვლადიმერ პუტინს - თურქეთი გულწრფელად ცდილობს სამართლიანი მშვიდობის მიღწევას

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ყურადღებით აკვირდება უკრაინაში სამშვიდობო პროცესის განვითარებას და რომ თურქეთი გულწრფელად ცდილობს მშვიდობის მიღწევას.

ერდოღანის თქმით, თურქეთი მხარს უჭერს მიდგომას, რომელიც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ყველა მხარის მონაწილეობით მოგვარების ითვალისწინებს.

„პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ ის ყურადღებით აკვირდება სამშვიდობო პროცესის განვითარებას, რომ თურქეთი თავიდანვე გულწრფელად ცდილობს სამართლიანი მშვიდობის მიღწევას და მხარს უჭერს ყველა მხარის მონაწილეობით მდგრადი მშვიდობის დამყარებისკენ მიმართულ მიდგომებს. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ასევე ყურადღება გაამახვილა სტამბოლის პროცესზე და მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ერდოღანს თურქეთში სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმოებისა და გაწეული სამუშაოსთვის“, - აღნიშნულია თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, კრემლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ტელეფონით ისაუბრეს და სატელეფონო საუბრისას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ანკორიჯში, რუსეთ-ამერიკის სამიტის შესახებ თავისი შეფასებები გაუზიარა.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი