Reuters - პოლონეთში დიდი ალბათობით სამხედრო დრონი ჩამოვარდა - ქვეყნის თავდაცვის უწყება შემთხვევის რუსეთთან კავშირს არ გამორიცხავს

წინასწარი მონაცემებით, პოლონეთში სამხედრო დრონი ჩამოვარდა , - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

„გამოძიების შედეგი მიუთითებს, რომ ობიექტი, დიდი ალბათობით, სამხედრო დრონი იყო. სავარაუდოდ, დრონი ასაფეთქებელი ნივთიერებებით დაზიანდა“, - განაცხადა ლუბლინის სავოევოდოს პროკურორმა, გჟეგოჟ ტრუსიევიჩმა.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა შემთხვევის რუსეთთან კავშირი არ გამორიცხა.

„არ უნდა გამოვრიცხოთ კავშირი აშშ-ში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებსა და რუსეთის ფედერაციის პროვოკაციულ ქმედებებს შორის“, - განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა.

შეგახსენებთ, პოლონეთის პოლიციის ცნობით, დაუდგენელი ობიექტი სოფელ ოსინიში ღამით ჩამოვარდა და აფეთქდა, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლები დაზიანდა.

პოლონური გამოცემა PAP-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ სავარაუდოდ, ობიექტი ე.წ. სატყუარა დრონი იყო, რომელსაც ქობინი არ ჰქონდა და მხოლოდ ასაფეთქებელი ნივთიერებებით იყო დატვირთული.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა