ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს - „საქართველოს ბანკი“ საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია

„საქართველოს ბანკი“ ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია. აღნიშნულ ინფორმაციას "საქართველოს ბანკი" ავრცელებს და საზოგადოებას ნაკრების გულშემატკივრობისკენ მოუწოდებს.

“საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტისთვის ემზადება. ევროპის ჩემპიონატამდე კი ამხანაგურ მატჩებს მართავს.

21 აგვისტოს, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები შეხვედრას ჩეხეთთან გამართავს.

ალკსანდარ ჯიკიჩის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა 19 აგვისტოს ჩეხეთთან უკვე ჩაატარა დახურული ამხანაგური თამაში, რომელიც ჩეხების გამარჯვებით, ანგარიშით 103-83 დასრულდა.

ხვალ გამართული შეხვედრა კი იქნება ბოლო ამხანაგური თამაში ევრობასკეტამდე.

ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს. საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტი სტარტს 27 აგვისტოს აიღებს, ჩემპიონი კი 14 სექტემბერს გამოვლინდება. ტურნირს წელს კვიპროსი, ფინეთი, პოლონეთი და ლატვია უმასპინძლებენ,

წელს საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ფიბა-ს ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის მონაწილე ზედიზედ მეექვსედ იქნება. საქართველოს ნაკრები C ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები ევრობასკეტის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი, ასევე საბერძნეთი, იტალია, ბოსნია და ჰერცეგოვინა და ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთი მასპინძელი, კვიპროსი იქნებიან”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს