დაიწყე ზრუნვა საკუთარ ჯანმრთელობაზე − „საქართველოს ბანკის“ და "ევექსის" შეთავაზება

„საქართველოს ბანკი“ მომხმარებლებისთვის სხვადასხვა სერვისზე ხელმისაწვდომობის გამარტივებას განაგრძობს.

როგორც „საქართველოს ბანკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ამჯერად, "საქართველოს ბანკი" და "ევექსი" ჯანდაცვის მიმართულებით ერთობლივ პროექტს, Healthy Club-ს ახორციელებენ.

„პროექტის ფარგლებში, საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათის მფლობელს შესაძლებლობა აქვს, ევექსში სხვადასხვა სერვისზე 15%-იდან 50%-მდე ფასდაკლება მიიღოს.

შეთავაზება ვრცელდება როგორც სხვადასხვა დარგის სპეციალისტის კონსულტაციაზე, ისე კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე, ექოსკოპიურ და ლაბორატორიულ კვლევებზე, სხვა ამბულატორიულ სერვისებსა და სტომატოლოგიურ მომსახურებაზე.

მომხმარებლები სხვადასხვა ოდენობის ფასდაკლებას საქართველოს ბანკის ლოიალობის პროგრამის ნებისმიერი სტატუსით (Starter, Bronze, Silver, Gold) მიიღებენ. სტატუსის გადამოწმება კი საქართველოს ბანკის მობილბანკში, მედლების სივრცეშია შესაძლებელი.

მომხმარებელმა ევექსის სერვისებით სარგებლობისთვის ადგილზე პირადობის მოწმობა უნდა იქონიოს, ფასდაკლება კი საქართველოს ბანკის ბარათით გადახდისას იმოქმედებს.

თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად და შეუკვეთეთ სასურველი ბარათი ონლაინ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს