თბილისის მერია - თბილისის ზღვის მიმდებარედ, რეკრეაციულ ზონაში, სახელმწიფო მიწაზე მიმდინარე უკანონო მშენებლობების დემონტაჟი განხორციელდა

თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ნაძალადევის რაიონში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, რეკრეაციულ ზონაში, სახელმწიფო მიწაზე უკანონო მშენებლობების აღკვეთის მიზნით, სპეციალური ღონისძიება განახორციელა.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დამრღვევი სუბიექტების არაერთი გაფრთხილებისა და გაცემული მითითების შეუსრულებლობის, ასევე, მშენებლობის შეჩერების დადგენილების დაუმორჩილებლობის შემდეგ, მუნიციპალურმა ინსპექციამ მიიღო შესაბამისი დადგენილება და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწაზე უკანონოდ მიმდინარე კაპიტალური მშენებლობების დემონტაჟი მოახდინა.

„თბილისის ზღვის მიმდებარედ, რეკრეაციულ ზონაში აღვკვეთეთ მორიგ ჯერზე სახელმწიფო და თვითმმართველის საკუთრებაში არსებული ტერიტორიების მიტაცების მცდელობა და მათზე მიმდინარე უკანონო მშენებლობები. სამსახურმა ოპერატიულად იმოქმედა და დროულად მოხდა უკანონო განაშენიანების პროცესის შეჩერება და რეკრეაციული ზონის შენარჩუნება. მუნიციპალური ინსპექცია ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს უკანონო მშენებლობების გამოვლენისა და მათზე რეაგირების კუთხით.

მსურს, მოვუწოდო მოქალაქეებს, თავი შეიკავონ მსგავსი უკანონო ქმედებებისგან, რადგან სამსახური ყოველთვის კანონის შესაბამისად იმოქმედებს. აქვე აღსანიშნავია, რომ უკანონო მშენებლობების მწარმოებელი პირები, რომლებიც ცდილობდნენ სახელმწიფო მიწების მიტაცებას, საკუთრებაში ფლობენ არაერთ ბინას და მიწის ნაკვეთს“, - განაცხადა მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა გოგი ჩიქოვანმა და მხარდაჭერისთვის სამართალდამცავ უწყებებს მადლობა გადაუხადა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს