პოლონეთის თავდაცვის მინისტრი - რუსეთი კვლავ ახდენს ნატო-ს ქვეყნების პროვოცირებას

პოლონეთში აფეთქებული დრონი რუსულია, რუსეთი კვლავ ახდენს ნატო-ს ქვეყნების პროვოცირებას. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა.

“რუსეთი კვლავ ახდენს ნატო-ს ქვეყნების პროვოცირებას. რუმინეთში, ლიეტუვასა და ლატვიაში მომხდარი დრონებთან დაკავშირებული ინციდენტების შემდეგ ჩვენ კიდევ ერთხელ გვაქვს საქმე რუსულ დრონთან.

ეს განსაკუთრებული მომენტია, როდესაც სამშვიდობო მოლაპარაკებები მიმდინარეობს. იმ მომენტში, როდესაც იმედი არსებობს, რომ რუსეთის მიერ დაწყებული ომი, უკრაინული სახელმწიფოს წინააღმდეგ ომი, ნატოს წევრი სახელმწიფოებისთვისაც საფრთხის შემცველი ომი შეიძლება დასრულდეს, რუსეთი კვლავ ახდენს პროვოცირებას”, - განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ პოლონეთი აღნიშნულ საკითხზე ყველა მოკავშირეს აწვდის ინფორმაციას.

ცნობისთვის, რუსული დრონი 20 აგვისტოს პოლონეთის ლუბლინის სავოევოდოს სოფელ ოსინიში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვრიდან დაახლოებით 100 კილომეტრის მოშორებით, ხოლო ბელარუსთან საზღვრიდან დაახლოებით 90 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია