გორის საკრებულოს თავმჯდომარე The New York Times-თან - რუსები აქ, როგორც მშვიდობისმყოფელები შემოვიდნენ და მადლობა ღმერთს, რომ შემოვიდნენ, ვინაიდან, მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ

რუსები აქ, როგორც მშვიდობისმყოფელები შემოვიდნენ და მადლობა ღმერთს, რომ შემოვიდნენ, ვინაიდან, მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ, - ამის შესახებ გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ გამოცემა The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

რაზმაძის ინტერვიუ ამერიკული გამოცემის საქართველოს შესახებ ვრცელი სტატიის ნაწილია, სათაურით - “ როგორც დავიდა საქართველო დემოკრატიის ავანგარდიდან ავტოკრატიის წინა ხაზამდე”.

The New York Times-თან საუბარში გორის საკრებულოს თავმჯდომარემ 2008 წლის აგვისტოს რუსეთის აგრესია საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დააბრალა.

“ეგ ყველაფერი მიშას ბრალი იყო. მან განზრახ მოახდინა ვითარების პროვოცირება. ეს მხოლოდ ბევრიდან ერთ-ერთი პრობლემა იყო, რომელიც მან გამოიწვია”, - განაცხადა რაზმაძემ.

ამერიკული გამოცემა აღნიშნავს, რომ 90-წუთიან ინტერვიუში რაზმაძემ სააკაშვილს ყველაფერი დააბრალა “ეკლესიებში მრევლის დასწრების კლებიდან დაწყებული მუნიციპალური წყლის შადრევნების ხარჯების გადაჭარბებით დამთავრებული”.

გამოცემის თანახმად, ასევე, რაზმაძე 2008 წლის აგვისტოს აგრესიის დროს რუსი სამხედროების გორში შესვლას მიესალმა.

“ისინი აქ, როგორც მშვიდობისმყოფელები შემოვიდნენ, და მადლობა ღმერთს რომ შემოვიდნენ, ვინაიდან, მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ. მათ მღვდლის მანქანაც კი მოიპარეს, თუ დაიჯერებთ. რუსები რომ არ შემოსულიყვნენ, ვინ იცის ისინი კიდევ რამდენად მეტ ზიანს გამოიწვევდნენ”, - განაცხადა გორის საკრებულოს თავმჯდომარემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს