ირაკლი ფავლენიშვილი - როდესაც ქვეყანაში საარჩევნო პროცესი მკვდარია, როდესაც დიქტატურაა დამყარებული, ქვეყნის ბედი საარჩევნო უბნებზე არ წყდება

როდესაც ქვეყანაში საარჩევნო პროცესი მკვდარია, როდესაც დიქტატურაა დამყარებული, ქვეყნის ბედი საარჩევნო უბნებზე არ წყდება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ქუჩაში უნდა მოხდეს „სისტემის დემონტაჟი“, რადგან სხვა ყველა გზა ხელისუფლების მიერაა გადაკეტილი.

„როდესაც ქვეყანაში საარჩევნო პროცესი მკვდარია, როდესაც დიქტატურაა დამყარებული, ქვეყნის ბედი საარჩევნო უბნებზე არ წყდება. ამიტომ საპროტესტო გამოსვლების ალტერნატივა არ არსებობს. ქართველ ხალხს არავის დაგეგმვა არ სჭირდება, ქართველ ხალხს თვითონაც ძალიან ბევრჯერ მოძალადე და კორუმპირებული რეჟიმები გაუსტუმრებია და ასე იქნება ამ შემთხვევაშიც, ყველას ინსტრუქციებისა და ჩართულობის გარეშე.

თუ უვიზო რეჟიმი გაგვიუქმდება, დასავლეთისგან იზოლაცია მოხდება და თუ გამოგვიცხადებენ, რომ რუსეთის გუბერნია გავხდით, ქართველ ხალხს პროტესტი არ გაუჩნდება და IRI-ს შეფმა თუ განცხადება არ გააკეთა, ისე ქართველი ხალხი არ გაბრაზდება? გგონიათ, რომ ივანიშვილის მილიარდების გამო, უვიზო რეჟიმის გაუქმება ქართველი ხალხისთვის სულერთი იქნება? ივანიშვილის ხუშტურებისა და დიქტატორობის სურვილის გამო, რომ ხალხი აღშფოთდება და საპროტესტო გამოსვლები იქნება, რად უნდა რომელიმე ორგანიზაციის განცხადება?

როდესაც ოპოზიციის შიგნით კონკრეტული თარიღები პრობლემურია, ეს გაუგებარია. დიახაც, ჩვენ უნდა ვემზადებოდეთ მშვიდობიანი რევოლუციისთვის და არაფერი განსაკუთრებული არ თქმულა ლევან ხაბეიშვილის მიერ. ჩვენ ქუჩაში უნდა მოვახდინოთ ამ სისტემის დემონტაჟი, რადგან სხვა ყველა გზა რეჟიმის მიერაა გადაკეტილი. ქუჩაში მშვიდობიანი პროტესტით დემონტაჟი და მშვიდობიანი რევოლუცია საერთაშორისო სამართლისა და საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებაა.

საქართველო დიდი საფრთხის წინაშე დგას, რადგან ერთი ადამიანი და მისი ბანდა მზად არის, რომ საკუთარი ფულის გამო გაწიროს ჩვენი ქვეყანა - სრული იზოლაციისთვის. თუ ყველაფერი მოიშლება და დაუცველები ვიქნებით ოკუპანტის წინააღმდეგ, აღარ გვექნება საერთაშორისო მხარდაჭერა და აღარ გვეყოლება საერთაშორისო პარტნიორები და სტრატეგიული მხარდაჭერა, ეს ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დამღუპველი შედეგების გამომწვევი იქნება“,- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო