გორის საკრებულოს თავმჯდომარე The New York Times ინტერვიუზე - ეს ჟურნალისტი შემრჩა ხელში „სააკაშვილის ადვოკატი“ - ვერ ნახავთ ჩემს ვერც ერთ ინტერვიუს, სადაც რუსებს ზიზღით არ მოვიხსენიებ, რუსეთი არის დამპყრობი

ჩემი ცხოვრების განმავლობაში ვერ ნახავთ ვერც ერთ ჩემს ინტერვიუს, სადაც მე რუსებს არა დადებითად, არამედ ზიზღით არ მოვიხსენიებ,- ამის შესახებ გორის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც მის მიერ The New York Times-თან ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

როგორც დავით რაზმაძე აღნიშნავს, რუსეთი არის დამპყრობი და მოძალადე, ხოლო „მისი მშვიდობისმყოფელობა წარმოუდგენელია“.

„მე ალბათ ყველა საინფორმაციო საშუალებას გავცემ პასუხს ჟურნალისტის აშკარა ცილისწამებაზე! მაგრამ აქ დავაფიქსირებ, რომ არასოდეს ჩემი ცხოვრების მანძილზე ვერ ნახავთ ვერც ერთ ჩემს ინტერვიუს, სადაც მე რუსებს არა დადებითად, არამედ ზიზღით არ მოვიხსენიებ! ეს ჟურნალისტი შემრჩა ხელში, „სააკაშვილის ადვოკატი“! რუსეთის არსებობის მანძილზე არის დამპყრობი და მოძალადე! მისი მშვიდობისმყოფელობა წარმოუდგენელია! მათი ლიდერი პუტინი არის ეშმაკის მოციქული, რომლისთვისაც ადამიანის სიცოცხლე და არსებობა არაფერს წარმოადგენს!“ - წერს დავით რაზმაძე.

ინფორმაციისთვის, გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ გამოცემა The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა: „რუსები აქ, როგორც მშვიდობისმყოფელები შემოვიდნენ და მადლობა ღმერთს, რომ შემოვიდნენ, ვინაიდან, მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ“.

რაზმაძის ინტერვიუ ამერიკული გამოცემის საქართველოს შესახებ ვრცელი სტატიის ნაწილია, სათაურით - “ როგორც დავიდა საქართველო დემოკრატიის ავანგარდიდან ავტოკრატიის წინა ხაზამდე”. The New York Times წერს, რომ ინტერვიუში გორის საკრებულოს თავმჯდომარემ 2008 წლის აგვისტოს რუსეთის აგრესია საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დააბრალა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს