ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ-ის პოლიტიკა უკრაინის ნატო-ში არმიღების შესახებ სიახლეს არ წარმოადგენს, ეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპამდეც ხდებოდა

აშშ-ის პოლიტიკა უკრაინის ნატო-ში არმიღების შესახებ სიახლეს არ წარმოადგენს, ეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპამდეც ხდებოდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტების კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინას ისრაელის მსგავსი გარანტიები სჭირდება აშშ-სგან.

„ამაში სიახლე არაფერია. აშშ ამ საკითხში ნათლად საუბრობს. ისინი ნათლად ამბობენ, რომ მხარს უჭერენ უკრაინის ევროკავშირში ყოფნას. ეს მათი ორი პოზიციაა. სწორედ ამიტომ ამბობენ ამას - მე-5 მუხლის მსგავსად, მაგრამ ეს უნდა იყოს მტკიცე გადაწყვეტილება. ისრაელს შესაბამისი გარანტიები აქვს. თუ აშშ-სგან მტკიცე გარანტიები უკრაინასაც იქნება, მაშინ ისინი იმუშავებენ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ამავდროულად, ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატოს გენერალური მდივნის განცხადება იმის შესახებ, რომ რუსეთს არ აქვს უფლება ვეტო დაადოს უკრაინის ნატოში წევრობას, ნათელია.

„ეს მოკავშირეების გადაწყვეტილებაა და აქ ჩვენ საერთო ხედვა გვაქვს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს